სამართალი
ზვიად ჯანყარაშვილის განცხადების საფუძველზე პროკურატურაში გამოძიება დაიწყო

1jankar-samart-3საქართველო, 7 მაისი, საქინფორმი. მთავარი პროკურატურა ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია: „2015 წლის 24 აპრილს ზვიად ჯანყარაშვილმა გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა საქართველოს პროკურატურას, სადაც მიუთითა, რომ გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძის და სხვა პირთა მიერ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული სხვადასხვა სახის ინფორმაცია შეიცავდა ცალკეული თანამდებობის პირების, მათ შორის თვით ზ. ჯანყარაშვილის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ნიშნებს და ითხოვა ამ ფაქტებზე გამოძიების დაწყება.

2015 წლის 27 აპრილს ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ფაქტებზე... მოცემულ საქმესთან დაკავშირებით დაკითხულ იქნა ზვიად ჯანყარაშვილი და გაზეთ „ქრონიკა+“-ის რედაქტორი ელისო კილაძე. ასევე დაგეგმილია ყველა აუცილებელი საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედების ჩატარება საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად“, ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.