სამართალი
კახი კახიშვილი: „ამანათების გადაცემის პროცესი ცივილიზებულ ფორმას მიიღებს“

1kaxi-samart-2საქართველო, 7 მაისი, საქინფორმი. სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე კახი კახიშვილმა გადაცემაში “2030” განაცხადა, რომ მართალია, ამანათების გადაცემასთან დაკავშირებით უსაშველო რიგები აღარ არის, მაგრამ პენიტენციური სისტემის რეფორმირების ფარგლებში, ეს პროცესი უფრო მეტად დაიხვეწება და ცივილიზებულ ფორმას მიიღებს.

„მუშავდება სპეციალური სისტემა ელექტრონული sms გზავნილების, სადაც ოჯახის წევრს ექნება შესაძლებლობა, განაცხადი შეავსოს ვებგვერდზე ამანათის გადაცემასთან დაკავშირებით. ის მიიღებს sms გზავნილს – რომელ დღეს, რომელ საათზე უნდა მივიდეს დაწესებულებასთან. დახვდება ცარიელი ოთახი, გადასცემს ამანათს და არანაირი რიგი იქ არ იქნება. ამაზე ვზრუნავთ, რადგან ეს ჩვენთვისაც პრობლემაცაა”, - განაცხადა კახი კახიშვილმა.