აქტუალური
საქართველოს ეროვნული გვარდიის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით უკრაინაში იმყოფება

1del-aqtual-1საქართველო, 7 მაისი, საქინფორმი. საქართველოს ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე და მისი მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე უკრაინის ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელობამ მიიწვია. ვიზიტი საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის უწყებებს შორის 2015 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში განხორციელდა.

საქართველოს ეროვნული გვარდიის უფროსი უკრაინელმა კოლეგამ, გენერალ-ლეიტენანტმა ნიკოლაი ბალანმა მიიღო. შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს არსებული გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს. ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსსაც შეხვდა.