საზოგადოება
„გადადების პროცესი პარლამენტისა და მთავრობისთვის ხელის შეწყობა იყო“ - გიორგი მარგველაშვილი

1margvelaa-sazog-3საქართველო, 7 მაისი, საქინფორმი. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კომენტარი გააკეთა მთავრობის თხოვნის შესახებ, რომ მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა პარლამენტში ვადაზე ადრე წარადგინოს.

ჩემი მთავარი მოტივაცია იყო, გამართულიყო მშვიდ გარემოში კონსულტაციები. მე კმაყოფილი ვარ, რომ ჩვენ ამას მივაღწიეთ. ვნახეთ, რომ გაიმართა უმრავლესობის პოლიტსაბჭოს სხდომა, როგორც წესი იყო, ასევე შედგა განხილვები დეპუტატების მიერ, ეს ნორმალური და დემოკრატიული წესია, რომელისკენაც ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროცესმა მოიტანა პოზიტიური შედეგი. ვმუშაობთ იმასთან დაკავშირებით, რომ რაც შეიძლება ხელი შევუწყოთ პარლამენტს და მთავრობის მუშაობაში, ჩემს მიერ პარლამენტის და მთავრობის წარდგენის გადადებაც ამ პროცესის ხელის შეწყობა იყო", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დუშეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას.

პრეზიდენტს მთავრობის შემადგენლობის პარლამენტისთვის წარდგენის ვადა 8 მაისს ეწურება. მთავრობის ადმინისტრაცია ამ ვადის დაჩქარებას ითხოვს.