ირაკლი ღარიბაშვილი: "მთავრობის შემადგენლობაში არაფერი შეიცვლება“
საქართველო, 7 მაისი,
საქინფორმი. პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი კიდევ ერთხელ გამოთქვამს იმედს, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი გარემოებებს გაითვალისწინებს და მთავრობის შემადგენლობის გადაგზავნა პარლამენტში დასამტკიცებლად დროულად მოხდება.
„კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ მთავრობის შემადგენლობაში არაფერი შეიცვლება. იმედი გვაქვს, რომ მოხდება დროულად გადაგზავნა პარლამენტში. პარლამენტის მხრიდან სრული მზაობაა, მათ შორის ოპოზიციის მხრიდანაც, როგორც მე შევიტყვე, რომ დროულად მოხდეს განხილვა კომიტეტებში და შემდეგ პლენარულ სესიაზე მთავრობისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადება. მთელი რიგი ღონისძიებებია დაგეგმილი მომავალ კვირას, ძალიან დატვირთულები ვართ. ასე რომ, ჩვენ გვჭირდება მხარდაჭერა", - აღნიშნა პრემიერმა.