პოლიტიკა
საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში ფოტოგამოფენა - „დონბასი: მშვიდობა და ომი. უკრაინელი ქალები: მშვიდობა და ომი“ გაიხსნა

1okup-polit-3-analit-3საქართველო, 7 მაისი, საქინფორმი. ფოტოგამოფენის გახსნის ცერემონიაზე შეკრებილ საზოგადოებას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა სიტყვით მიმართა.

ჩვენ დღეს შევიკრიბეთ საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში, რათა უკრაინიდან პოსტსაბჭოური ოკუპაციის კადრები ვნახოთ... ჩვენ გვინდოდა საბჭოთა პერიოდთან დაგვესრულებინა ყველა ის უბედურება, რაც თან ახლდა იმპერიალისტურ საბჭოურ სისტემას. სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა ვერც საქართველოს შემთხვევაში და... დღეს იგივე ძალა უკრაინელ ხალხს ემუქრება და მათ ართმევს ტერიტორიებს და სიცოცხლეს... სწორედ ამიტომ გვმართებს განსაკუთრებული სოლიდარობა უკრაინის და უკრაინელების მიმართ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

უსუფაშვილმა ორიოდე კვირის წინ კიევში საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტიც გაიხსენა. „დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა კიდევ ერთხელ ჩვენი ხმა მივაწვდინოთ ჩვენს უკრაინელ ძმებს და დებს - ჩვენ თქვენთან ვართ! ჩვენ, პარლამენტის და მთავრობის წევრებმა, უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ბევრი სხვადასხვა მიმართულებით, რათა უკრაინაშიც, საქართველოშიც, ყველგან ეს პრობლემები მოგვარდეს და ისინი აღარ განმეორდეს. ეს არის ყველაზე მოკლე და დამაჯერებელი პასუხი კითხვაზე, თუ რა უნდა საქართველოს ევროკავშირში ან ნატოში. ჩვენ გვინდა, რომ ეს სურათები მხოლოდ ისტორიაში დარჩეს და აღარასოდეს განმეორდეს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.