პოლიტიკა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ ვალტერ-შტაინმაიერი: “არ მგონია, რომ ქართველები სკეპტიკურად უნდა უყურებდნენ ვიზალიბერალიზაციის პერსპექტივას…”

1frank-polit-1-analit-1საქართველო, 7 მაისი, საქინფორმი. ფრანკ ვალტერ-შტაინმაიერი: „მინდა მკაფიოდ ვაღიარო, რომ საქართველომ უმაღლეს დონეზე ჩაატარა წინასწარი სამუშაოები... ბევრი რამ გაკეთდა და არ გვაქვს მიზეზი, რომ ევროკომისიის მოხსენებას სკეპტიკურად დაველოდოთ.

არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ევროკომისიის დასკვნას პესიმისტური განწყობით ველოდოთ. კომისია მიაწვდის წევრ ქვეყნებს შედეგებს და ისინი მიიღებენ შემდგომში საბოლოო გადაწყვეტილებას, როგორ გაგრძელდება პროცესი, იქნება ეს დამატებითი სამუშაოები, დამატებითი გეგმა გაწერილი თუ ა.შ. ამ წუთისთვის არ მგონია, რომ ქართველები სკეპტიკურად უნდა უყურებდნენ ვიზალიბერალიზაციის პერსპექტივას", - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.