უცხოეთი
Washington Post: „შესაძლოა ყაზახეთს ისეთივე სამოქალაქო კონფლიქტი ემუქრებოდეს, როგორსაც ადგილი ჰქონდა უკრაინაში“

1nazarb-zar-3საქართველო, 6 მაისი, საქინფორმი. აშშ-ში ყურაღება მიაქციეს იმას, რომ ყაზახეთში რუსული უმცირესობა უფრთხის შევიწროებას, ანტირუსულ განწყობას ტიტულოვან ერში და თავისი მშობლიური ენის გამოყენებას. ყაზახეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები, შესაძლოა, ბოლო აღმოჩნდეს, რომელმაც მშვიდობიანად ჩაიარა, - წერს მაიკლ ბირნბაუმი ამერიკული გამოცემა „ვაშინგტონ პოსტის“ ფურცლებზე.

თუმცა, როგორც ამერიკელი ჟურნალისტი აღნიშნავს, ნაზარბაევი უკვე 74 წლისაა, ხოლო მემკვიდრე, რომელსაც მისი პოლიტიკური კურსის გაგრძელების უზრუნველყოფა შეეძლებოდა, მას არ მოუმზადებია და ახლა მარტოს უწევს რუსებსა და ყაზახებს შორის ეთნიკური დაპირისპირების გამოვლენების წინაღდგომა.