უცხოეთი
როცა საქართველოში რუს ბაიკერთა მოტოციკლეტებიდან გეორგიევკის ლენტებს გლეჯდნენ, აზერბაიჯანელებმა მოსკოვში ქვეითად მიმავალ 76 წლის სომეხს ღამე უფასოდ გაათევინეს...

1georg-zar-2-anსაქართველო, 6 მაისი, საქინფორმი. 76 წლის ერევნელი პენსიონერი მოსკოვში ფეხით მიდის. 9 მაისს გიორგი ტეფოიანს უცნობი ჯარისკაცის საფლავზე ყვავილების დაწყობა სურს. ამ მსვლელობას ის ფრონტზე დაღუპულებს უძღვნის. ტულის ოლქი, ტრასა „დონი“, მოსკოვამდე 205 კმ-ია, უკან კი 2 ათასზე  კმ-ზე მეტი ჩამოიტოვა.

ძია გრიშამ ეს მსვლელობა ერთი წლის წინ ჩაიფიქრა, ბეჯითად ემზადებოდა, ვარჯიშობდა, ფეხით ბევრს დადიოდა. ცოლ-შვილი არ უშვებდა, მაგრამ გაეპარა. 22 მარტს, როცა ყველამ დაიძინა, ჩუმად დატოვა თავისი სახლი ერევანში. „ღამით პირდაპირ ავსტოსადგურისკენ გავემართე, მანქანაშi ჩავჯექი და საქართველოში, მამისეულ სახლში გავემგზავრე“, - ამბობს გრიგორი ტეფოიანი.

ქართული სოფელი ალასტანიდან მამამისი ფრონტზე წავიდა, სწორედ აქედან დაიწყო თავისი გზა კავკასიის ქედის გავლით ძია გრიშამ, რომელიც რუსეთის საზღვრამდე შორეული მგზავრობის მძღოლმა მიიყვანა. შემდეგ კი ფეხით გაუყვა. ჩრდილოეთ ოსეთი, კრასნოდარის მხარე, როსტოვის, ვორონეჟის, ლიპეცკის ოლქები და აი დღეს ტულის ოლქი. დღეში ძია გრიშა 40-50 კმ-ს გადის. ყოველ ორ საათში ცოტას ისვენებს. როსტოვის ოლქში სასტუმროში შევიდა, რომელსაც აზერბაიჯანელები განაგებდნენ. სომეხმა წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ მასპინძლებმა არ გაუშვეს. „მომესალმნენ. ყველა აზერბაიჯანელი გადამეხვია. ერთმა მითხრა, რომ ფრონტზე მამა დაეღუპა, მეორემ - ბიძა დაკარგა. მითხრეს, ნუ გეშინია, დაისვენე რამდენიც გინდაო“, - ამბობს გრიგორი ტეფოიანი.