უცხოეთი
საქართველოში ჩამოსულ რუს ბაიკერებსა და მათ ქართველ კოლეგებს შორის თბილისის ცენტრში, რესპუბლიკის მოედანზე შემრიგებლური შეხვედრა გაიმართა

1baiker-zar-1-anსაქართველო, 6 მაისი, საქინფორმი. ქართველმა ბაიკერებმა აუხსნეს რუს სტუმრებს, რომელთა რიცხვი საქართველოში 25 კაცზე მეტია, რომ გეორგიევსკის ლენტს „რუსული ოკუპაციის სიმბოლოდ“ განიხილავენ. რუსებმა განაცხადეს, რომ ჩამოვიდნენ „მოგზაურებად, პოლიტიკური მიზნების გარეშე“. „ჩვენ გვიყვარს საქართველო და მისი ხალხი, - აღნიშნა ერთ-ერთმა რუსმა ბაიკერმა, - პატივს ვცემთ თქვენს ტრადიციებს. არ გვაინტერესებს პოლიტიკა“.

ერთ-ერთი ქართველი ბაიკერის თქმით, რუსებთან ურთიერთობაში არავითარი პრობლემა არ შექმნილა და ისინი გეორგიევკის ლენტების მოხსნას დათანხმდნენ. მისი მონაცემებით, რუს ბაიკერთა მომდევნო ჯგუფი 9 მაისს ჩამოვა. „ჩვენ მათ მეგობრულად, მშვიდად შევხვდებით“, - განაცხადა ბაიკერმა.