აქტუალური
ირაკლი სესიაშვილი: „გვაქვს მოლოდინი, რომ ე. წ შეშფოთება დაფიქსირდება კრემლის მხრიდან“
1Ses-aqtual-3საქართველო, 6 მაისი, საქინფორმი. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ვარაუდობს, რომ ქართულ-ამერიკული ერთობლივი წვრთნების დაწყებას კრემლის გამოხმაურება მოჰყვება. როგორც ნატოს ფარგლებში, ასევე ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან ვატარებთ წელიწადში რამდენიმე ერთობლივ წვრთნას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ჯარისკაცებისთვის იმიტომ, რომ აქ მოხდება სხვადასხვა ძალების გამოყენება, სხვადასხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენება, რაც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ჩვენი ჯარისკაცების პროფესიონალიზმის გაღრმავებას. გვაქვს მოლოდინი, რომ ე.წ შეშფოთება დაფიქსირდება კრემლის მხრიდან, თუმცა ამასაც რაღაც სტანდარტული ფორმა აქვს“, - განაცხადა სესიაშვილმა.