საზოგადოება
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს ზვიად კვაჭანტირაძე დაიკავებს

1kvaCant-sazog-3საქართველო, 6 მაისი, საქინფორმი. უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია განცხადებით, ზურაბ კვაჭანტირაძე ნამდვილად სახელდება ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე. მისივე თქმით, ამის თაობაზე გუნდის შიგნით მიმდინარეობს მსჯელობა. კონსულტაციების მიმდინარეობას ადასტურებს თავად კვაჭანტირაძეც.

"ჯერჯერობით მხოლოდ ერთი შეხვედრა იყო. რა თქმა უნდა კონსულტაციების აუცილებლობა დგას და ალბათ ეს კონსულტაციები მაინც შედგება. ჩვენ ვაპირებთ რამდენადაც მე ვიცი, უახლოეს დღეებში ფრაქციის შიგნით ამ საკითხის განხილვას, ნებისმიერ შემთხვევაში იქნება კოალიციური შეთანხმების საგანი", -  განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.