ზურაბ აბაშიძე : „მადლობელი ვიქნებით, თუ ჩვენი ოპონენტები კარგ რჩევებს მოგვცემენ"
საქართველო, 6 მაისი,
საქინფორმი. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი
ზურაბ აბაშიძე რუსეთთან ორმხრივი დიალოგის ფორმატის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს. აბაშიძის ვარაუდით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
გრიგორი კარასინთან მორიგი შეხვედრა მაისის ან ივნისის თვეში გაიმართება.
„
მადლობელი ვიქნებით, თუ ჩვენი პარტნიორები, თუნდაც ოპონენტები კარგ რჩევებს მოგვცემენ და შევეცდებით, რომ მერე გამოვიყენოთ. არის პრობლემები, ეს ფორმატი და კომუნიკაციის არხი ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ აუცილებლად. ვინ იქნება ეს, აბაშიძე-კარასინი თუ ვიღაც ორი, სხვა გვარის პიროვნება, ამას არ აქვს მნიშნვნელობა. ეს არის საქართველოსა და რუსეთს შორის კომუნიკაციის არხი“, - განაცხადა აბაშიძემ.