უცხოეთი
ოფიციალურმა ერევანმა დაადასტურა ინფორმაცია სომხეთის ნაციონალური საბჭოს სპიკერი გალუსტ სააკიანისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის ხელმძღვანელი ანატოლი ბიბილოვის შეხვედრის თაობაზე
1-ucx-1-anსაქართველო, 5 მაისი, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის ხელმძღვანელი მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში 3 მაისის საპარლამენტო არჩევნებში დამკვირვებლად მონაწილეობის მისაღებად  ჩავიდა. შეხვედრას კერძო ხასიათი ჰქონდა. „გალუსტ სააკიანის შეხვედრას ანატოლი ბიბილოვთან კერძო ხასიათი ჰქონდა. არავითარი ოფიციალური საკითხი არ განხილულა“, აღნიშნა სომხეთის ნაციონალური კრების პრესსამსახურის ხელმძღვანელმა არსენ ბაბაიანმა.