უცხოეთი
„მზად ვართ, მეფეების: ვახტანგ VI და თეიმურაზ II ნეშტების საქართველოში ჩამოსვენების საორგანიზაციო და ფინანსური ხარჯები ვიკისროთ!“ - რუსეთის ჯავახკის დიასპორა რფ-ის პრეზიდენტ ვ. პუტინს მიმართავს

1-ucx-1-an-mtსაქართველო, 5 მაისი, საქინფორმი.
ღრმად პატივცემულო ვლადიმერ ვლადიმერის ძევ!
თქვენო ბრწყინვალებავ, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესო პატრიარქო კირილე!
საქართველო-რუსეთის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა იცნობს მრავალი გამოჩენილი რუსი და ქართველი სახელმწიფო, საზოგადო და საეკლესიო მოღვაწეების სახელებს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებაში. მატიანეს შემონახული აქვს საქართველოს ისტორიის არაერთი დრამატული ეპიზოდი, როცა ბედისგან დევნილი ქართველი მოღვაწეები, მათ შორის, მეფეები, დედოფლები, მათი ოჯახის წევრები, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქები და დიპლომატები, კულტურის მოღვაწენი და სამხედრო მოსამსახურეები იძულებული იყვნენ, თავშესაფარი ერთმორწმუნე რუსეთში ეძიათ. ბევრი მათგანი, თავისი ანდერძის მიუხედავად, ბედის განგებითა და შექმნილი გარემოებების გამო, დაკრძალული იქნენ რუსეთის სხვადასხვა ქალაქში.

მათ შორის, ვინც უკანასკნელი სავანე რუსულ მიწაზე პოვა, იყვნენ ისეთი გამოჩენილი პოეტები, განმანათლებლები და სახელმწიფო მოღვაწეები, როგორიც ქართლის მეფე ვახტანგ მეექვსე და თეიმურაზ მეორე. ორივე ხელმწიფის ნეშტი რუსეთში, ქალაქ ასტრახანის უსპენსკის ტაძარში განისვენებს.

დღეს, როცა რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ნელ-ნელა რეგულირდება და ნორმალურ კალაპოტში გადადის, მიგვაჩნია, რომ შესაძლებელია ზოგიერთი ანდერძის შესრულება და მათი გადმოსვენება საქართველოში.

ჩვენ, საქართველოს შვილები, დღეს რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები და მისი ერთგული მოქალაქეები, მისი უწმიდესობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეს კურთხევით, რუსეთის ქართველთა დიასპორისა და ქართველი საზოგადოების თხოვნით, მოგმართავთ თხოვნით, მოგვცეთ თანხმობა და აღმოგვიჩინოთ ხელშეწყობა ამ ღირსეული მამულიშვილების ნეშტთა საქართველოში გადმოსვენების განხორციელებაში. ყველა ორგანიზაციულ საკითხსა და ფინანსურ ხარჯს ჩვენ ვიტვირთებთ.

გულწრფელი პატივისცემით,
საზოგადოებრივი ორგანიზაცია
რუსეთის ჯავახკის დიასპორის“ გამგეობა
2015 წლის 3 მაისი

1-ucx-1-an-qvem