აქტუალური
ბიძინა ივანიშვილი: „ჩვენ გვყავს ძალიან საყვარელი და, რაც მთავარია, ბრძენი პატრიარქი!“

bidzoa-aqtual-2-relig-2საქართველო, 5 მაისი, საქინფორმი. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა „კვირის 2030"-ში საზოგადოებაში ეკლესიის როლსა და საქართველოს პატრიარქ ილია მეორეზე ისაუბრა.

მე ბრძენს ვეძახი. ის ნამდვილად ბრძენია და ძალიან მრავალმხრივია მისი მინიშნებები საზოგადოების განვითარებაზე და დიდია როლი ეკლესიის. საქართველო, ჩემი აზრით, არის იდეალური მაგალითი ტოლერანტობის. მეიდანზე თუ გახვალთ, იქ ნახავთ გვერდიგვერდ მეჩეთს, იქ ნახავთ ქრისტიანულ ეკლესიას, ნახავთ კათოლიკურს, სომხურს და ნახავთ რა თქმა უნდა, სინაგოგას. შესაბამისად, ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ჩვენ მართლმადიდებლებს და სწორედ ვინც კარგად აფასებს თავისას, ის შესატყვის პატივს სცემს სხვისას. ეს გაგვაჩნია ჩვენ გენეტიკურად, ისტორიულად...

ჩემთვის ეკლესია არ არის მხოლოდ რწმენა... ეს გახლავთ კულტურის უდიდესი ნაწილი და ძალიან ხშირად ჩვენს ისტორიაში ნახავთ, რომ სამშობლოზე წინ ქრისტიანობისთვის იბრძოდნენ ქართველები", - განაცხადა, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილმა.