საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილი: „ჩვენ უპრეცედენტო პრეზიდენტი გვყავს, გიორგი მარგველაშვილი აბსურდში რჩება“
gio-biz-sazog-3საქართველო, 5 მაისი, საქინფორმი. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა "GDS" -ის გადაცემა "2030"-ში სტუმრობისას განაცხადა. „ალბათ მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს, რომ გუნდთან ერთად მოსული პიროვნება მეორე დღესვე გუნდს უპირიპირდებოდეს. ამ მხრივ გვაჩვენა და გამოჩინა თავი ჩვენმა პრეზიდენტმა. უახლოესი, რაც გააკეთა გუშინწინ, აგრძელებს ამ პოლიტიკას და აბსურდში რჩება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. "რა ხდება რეზიდენციასთან დაკავშირებით, მე ამაზე ვაპირებ ერთ-ერთ გადაცემაში ხანგრძლივად ვისაუბრო, რა ხდებოდა კულისებში და ის ნაწილი გავიხსენო, რაც საზოგადოებამ არ იცის და ამით შეიძლება დავეხმარო და გავუიოლო ამ ინსტიტუტსაც ის, რომ თავის ქვეყანას ღირსეულად მოემსახუროს", - დასძინა ბიძინა ივანიშვილმა.