აქტუალური
სოფლის მეურნეობის სამინისტრო ყურებს არ იფხეკს

simindiსაქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო 30 მილიონ ლარს ყრის. ჰიბრიდული სათესლე მასალის შეძენისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში 30 მილიონი ლარია გამოყოფილი, რაც ჰიბრიდული სიმინდის შეძენას უნდა მოხმარდეს.
ეს სათესლე მასალა მხოლოდ ერთჯერადად შეიძლება დაითესოს და მომავალ წელს მისი სათესლედ გამოყენება შეუძლებელია. საპარლამენტო ოპოზიცია მიიჩნევს, რომ საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ 30 მილიონი ლარი გადაყაროს ისეთი სათესლე მასალის შეძენაში, რომელიც არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს.
„სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ყურები უნდა გამოიფხიკოს და ისეთი თესლი შეიძინოს, რომელიც მრავალჯერადად იქნება გამოყენებული“, – ასეთია საპარლამენტო ოპოზიციის წევრების პოზიცია.