რედაქტორისგან
საქინფორმი - საქართველოს თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელის დანიშვნის შედეგებზე

tiniko-polit-1-redaq-1საქართველო, 5 მაისი, საქინფორმი. ქართველი მკითხველებისა და უცხოური მედიის შეკითხვებზე პასუხისას, გასულ პარასკევს, მშრომელთა საერთაშორისო დღეს - 1 მაისს, საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ლიდერის, ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარისა და პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლე თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის თაობაზე, საქინფორმი ამ ფაქტის შედეგებს აანალიზებს:

1.ხიდაშელის დანიშვნამ გააერთიანა ყველა ქართველი, პოლიტიკური და რელიგიური კუთვნილების მიუხედავად, რადგან ნულოვანი რეიტინგის მქონე რესპუბლიკელები საქართველოში არავის უყვარს;

2.ხიდაშელის დანიშვნამ მთლიანად მოახდინა ნინო ბურჯანაძის რეაბილიტაცია, რომელსაც მისი პარლამენტის თავმჯდომარეობისას მკაცრად აკრიტიკებდნენ ნეპოტიზმისათვის - მისი მეუღლის, გენერალი ბადრი ბიწაძის გამო, რომელიც მაშინ საზღვრის დაცვის დეპარატამენტის უფროსი იყო;

3.ხიდაშელის დანიშვნამ აფხაზებისა და ოსებისთვის მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ საქართველო მათზე თავდასხმას არ აპირებს, რადგან თავდაცვის ახალი მინისტრი პისტოლეტს - რევოლვერისგან, ხოლო ჯავშანტრასპორტიორს (БТР) სახმელეთო საბრძლო მანქანისგან (БМП) ვერ არჩევს:

4.ხიდაშელის დანიშვნამ 10 წევრისა და ოჯახური წყვილებისგან - ძმები ბერძენიშვილებისა და უსუფაშვილი-ხიდაშელისგან - შემდგარი რესპუბლიკური პარტიისთვის ხელისუფლების საბოლოო გადაცემა აღნიშნა საქართველოში, რაც საქართველოს კვლავ გადააქცევს რესპუბლიკად. სააკაშვილის წყალობით ხომ სახელმწიფო მოწყობის ფორმა საქართველოში დამყარებული არ არის, ხოლო კონსტირუციის დებულებები ერთმანეთს ეწინააღმდეგება. საქართველოში დღემდე არ ცხრება კამათი - არის თუ არა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრი პრემიერ-მინისტრის მიერ მისი დანიშვნისთანავე, თუ თანდამდებობას დაიკავებს მხოლოდ პარლამენტის მიერ მისი დამტკიცების შემდეგ, მანამდე კი პარლამენტარად და ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარედ რჩება;

5.ხიდაშელის დანიშვნა - აშშ-ისა და რუსეთის ერთობლივი გადაწყვეტილების მაგალითია, ვინაიდან, ერთი მხრივ, საქართველოს რესპუბლიკური აპრტია წარმოადგენს აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის ფილიალს (შესაბამისად, თინა ხიდაშელი - საქართველოში ჯონ მაკკეინის მუდმივი წარმომადგენელია), მეორე მხრივ კი, ხიდაშელი-უსუფაშვილის წყვილს, როგორც ამბობენ, დიდი ხნის ფარული კავშირები აქვს კრემლთან;

6.ხიდაშელის დანიშვნამ წერტილი დაუსვა საქრათველოში სახელისუფლებო სტრუქტურების დაკომპლექტების მეთოდს - პრემიერ ღარიბაშვილს შეუძლია თავი აღარ სტკიოდეს სიტყვა „ნეპოტიზმზე“, რადგან ამიერიდან ოფიციალურად დაშვებულია კადრების შერჩევა ოჯახური და ნათესაური, ან/და რესპუბლიკური პარტიის კავშირების გათვალისწინებით;

7.ხიდაშელის დანიშვნამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საქართველომ შეძლო ისეთი არმიის შექმნა, რომლის მართვასაც „ნებისმიერი მზარეული“ შეძლებს. საქართველოს ხომ არც ერთი მეზობელი ქვეყანა არ ჰყავს, რომელთანაც უნარი არ შესწევს არათუ მოიგოს, არამედ სამ დღეზე მეტხანს აწარმოოს ომი! ამიტომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მთელი ფუნქცია ერაყში, ავღანეთსა და ცენტრალურ ამერიკაში - ნატოსა და ევროკავშირის სწრაფი რეაგირების ძალების ოპერაციებში - რიგრიგობით მონაწილეობისათვის ორი ბატალიონის მომზადებაში მდგომარეობს;

8.ხიდაშელის დანიშვნამ მთლიანად მოახდინა ივანიშვილისა და ღარიბაშვილის რეაბილიტაცია ქართველი ხალხის თვალში, დაამტკიცა რა, რომ ყველა უწინდელ „მარცხიან“ დანიშვნაში მათი ხელი არ ურევია და ისინი, როგორც კვლავაც დამტკიცდა, აშშ-ის კარნახით ხორციელდებოდა. მაგალითად, განა შეეძლო ღარიბაშვილს, რომელსაც უკიდურესად ნეგატიური დამოკიდებულება აქვს ხიდაშელის მიმართ, ნებაყოფლობით დაენიშნა იგი თავდაცვის მინიტრად?!

9.ხიდაშელის დანიშვნა ძალიან ხელსაყრელია სააკაშილისთვის, რადგან დაადასტურა კიევში მასსა და უსუფაშვილი-ხიდაშელის წყვილთან მიღწეული ამასწინანდელი შეთანხმება და საქართველოსა და ქართულ პოლიტიკაშ მისი დაბრუნების გარანტიად იქცა;

10.ხიდაშელის დანიშვნამ გაახარა არა მარტო მისი უნივერსიტეტელი თანაკურსელი - თავდაცვის ექსმინისტრი ირაკლი ალასანია, არამედ პრეზიდენტი მარგველაშვილიცა და ამჟამინდელი ხელისუფლების ყველა არაკეთილმოსურნე, რომლებიც მზად არიან, საჭირო მომენტში ერთიანი ფრონტით გამოვიდნენ;

11.ხიდაშელის დანიშვნა აშშ-თვის გარანტს წარმოადგენს, რომ საქართველო არ აპირებს კორექტივების შეტანას ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ კურსში და უახლოეს ხანებში თავის ტერიტორიაზე ნამდვილად გახნის ნატოს „სასწავლო ცენტრს“ (ბაზას).

საქინფორმის რედაქცია