საზოგადოება
ქართველი ჟურნალისტები მოსკოვში გაემგზავრებიან

kremliXქართული მედიის წარმომადგენელთა 13-კაციანი ჯგუფი, რომელსაც ჟურნალისტები და მედიამენეჯერები წარმოადგენენ, 7 დეკემბერს მოსკოვში მიემგზავრებიან. მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტთა საერთაშორისო ქსელისა და ევროკავშირის მიწვევით ევროპის სამეზობლო კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას. საუბარი იქნება ჟურნალისტიკის მომავალზე პოსტსაბჭოთა სივრცეში. კონფენერციაზე ასევე განიხილება უსაფრთხოება და ბრძოლა ცენზურის წინააღმდეგ, ისაუბრებენ უფლებების დარღვევის ფაქტებზე როგორც რუსეთში, ისე სხვა ქვეყნებში. რადიო ''ჰერეთის'' ინფორმაციით, კონფერენციაზე 150-ზე მეტი ჟურნალისტი მიიღებს მონაწილეობას. ქართულ დელეგაციაში იმყოფებიან: ზვიად ქორიძე, ლაშა ტუღუში, ელისო ჩაფიძე, რამაზ სამხარაძე, ნინო ჟიჟილაშვილი, ნინო ლომაძე, მედეა იმერლიშვილი, დავით ნიბლაძე, მარიამ სხილაძე, დიანა ტრაპაიძე, ზვიად ფოჩხუა და თამარ ნუცუბიძე. მედიის წარმომადგენლები თბილისში 11 დეკემბერს დაბრუნდებიან.