უცხოეთი
ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი მეთაური მოკლეს - მედია

abu-zar-1საქართველო, 4 მაისი, საქინფორმი. ერაყში, ქვეყნის არმიის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი საველე მეთაური, აბუ იბრაჰიმ აშ შიშანი - თარხან ბათირაშვილი მოკლეს. ინფორმაციას ირანული სააგენტო Press-TV ავრცელებს. ერაყის ხელისუფლება ჯერჯერობით ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებს, თუმცა ძალოვანი უწყების წარმომადგენელის განცხადებით, ,,შიშანთან ერთად რამოდენიმე ბოევიკია ლიკვიდირებული, რომლებიც ტერორისტულ ორგანიზაციაში წამყვან როლს თამაშობდნენ”.
გასულ შემოდგომას ბათირაშვილი რუსეთის ფედერაციას თავდასხმით დაემუქრა, მამასთან სატელეფონო საუბრის დროს, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახლში დაბრუნდებოდა და რუსებს კუთვნილ ადგილს მიუჩენდა.

თარხან ბათირაშვილი 1986 წელს, პანკისის ხეობში დაიბადა. ის ქართულ არმიაშიც მსახურობდა, მოგვიანებით საქართველოს პროკურატურამ შიშანი იარაღის უკანონო შენახვა ტარების ბრალდებით გაასამართლა. 2012 წელს მან საქართველოს ტერიტორია დატოვა და თურქეთის გავლით, ისლამისტ რადიკალებს შეუერთდა.