სამართალი
გიორგი მარგველაშვილს და ნინო გვენეტაძეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა ლაშა მაღრაძემ იმიტირებული სასამართლო პროცესების სხდომათა დარბაზი და იუსტიციის უმაღლესი სკოლის ბიბლიოთეკა დაათვალიერებინა. ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიმართა და
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კიდევ ორი ქალი კანდიდატის წარდგენის შესახებ განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მზია თოდუას და ეკა გასიტაშვილის კანდიდატურები პარლამენტს გადაეგზავნება.