აქტუალური
რომელი ქვეყნის მიერ წარმოებულ საკვებ პროდუქტებს ირჩევენ თბილისელები

product-aqtl-2-an-7-mtსაქართველო, 4 მაისი, საქინფორმი. „ეისითი“ დაინტერესდა, საკვები პროდუქტების შეძენისას აქცევენ თუ არა ყურადღებას თბილისელები, რომელი ქვეყნის მიერაა წარმოებული ესა თუ ის პროდუქტი. გამოკითხულთა უმრავლესობა აცხადებს, რომ (63%) თითქმის ყოველთვის ინტერესდება შეძენილი საკვები პროდუქტის მწარმოებელი ქვეყნით; რესპონდენტთა ერთი მეოთხედი (23%) მხოლოდ ზოგჯერ აქცევს ამას ყურადღებას, დაახლოებით ყოველი მეათე (13%) კი არასდროს ინტერესდება მწარმოებლით.

რაც შეეხება იმას, თუ რომელი ქვეყნის მერ წარმოებულ საკვებ პროდუქტებს ენდობიან თბილისელები ყველაზე მეტად და პირიქით, რომელი ქვეყნის მიერ წარმოებული პროდუქტების შეძენისგან შეიკავებდნენ თავს, პრიორიტეტები ასე გადანაწილდა: მართალია ყველაზე სანდო საკვების მწარმოებელ ქვეყნებს შორის გერმანია ლიდერობს (56%), საინტერესოა ის ფაქტი, რომ ყოველი მეორე თბილისელი (54%) ენდობა ქართული წარმოების საკვებ პროდუქტებსაც. თბილისელებისათვის ყველაზე ნაკლებად სანდო თურქული და ჩინური წარმოების საკვები პროდუქტებია.

შენიშვნა: რესპონდენტებს შეეძლოთ დაესახელებინათ სამი ქვეყანა; შესაბამისად, პასუხების ჯამი აღემატება 100%. გამოკითხვა ჩატარდა 419 ზრდასრულ თბილისელს შორის, 2015 წლის მარტში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.9%-ს.

გამოკითხვა ჩატარდა ექსკლუზიურად ინტერნეტ ჟურნალისთვის - „მარკეტერი“.

product-aqt-2-1
product-aqt-2-2