პოლიტიკა
საქართველო და თურქეთი ეროვნულ ძეგლებთან დაკავშირებულ სადავო საკითხებს განიხილავენ

kalandadzeსაქართველოში თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს დელეგაცია იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის ეროვნულ ძეგლებთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება. "საქართველოსა და თურქეთს შორის ერთობლივი ოქმის გაფორმება იგეგმება, რომელიც საქართველოში თურქულ, ხოლო თურქეთში ქართულ კულტურულ ძეგლებს უკავშირდება. სამუშაო ჯგუფების შეხვედრები ძალზე მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ სადავო საკითხები მოგვარდეს", - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ. მისივე განმარტებით, სამუშაო ჯგუფი ოქმს ხელმოსაწერად მოამზადებს, ხოლო მისი გაფორმება საქართველოში თურქეთის ტურიზმისა და კულტურის მინისტრის ვიზიტის დროს მოხდება. თურქული დელეგაცია საქართველოს 5 დეკემბერს ეწვია და ქვეყანაში ხვალამდე დარჩება.