საზოგადოება
აშშ-ის ელჩი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე თინა ხიდაშელის მინისტრად დანიშვნის შესახებ არ უსაუბრია
elCi-sazog-1-analit-4საქართველო, 4 მაისი, საქინფორმი. საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის თაობაზე არ უსაუბრია. 
ამ საკითხით ჟურნალისტები მცხეთაში დაინტერესდნენ, სადაც რიჩარდ ნორლანდი ერთ-ერთ ღონისძიებაზე იმყოფებოდა. 
"არა, ჩვენ ამ საკითხზე არ გვისაუბრია", - აღნიშნა ნორლანდმა. არსებული ინფორმაციით, ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილსა და ელჩ ნორლანდს შორის შეხვედრა რამდენიმე დღის წინ გაიმართა.