სამართალი
"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილებების თანახმად, პირი, რომელიც მიწის ნაკვეთს მიწათსარგებლობის უფლების გარეშე დაეპატრონება, 2000 ლარით დაჯარიმდება, ამ ქმედების განმეორების შემთხვევაში - 3500 ლარით. ამასთან, კანონპროექტი ადმინისტრაციულ სასჯელს თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოუვლელობის, დაზიანების, თვითნებურად გაჩეხვისა და გადატანისთვისაც ითვალისწინებს.
აღნიშნული სამართალდარღვევისთვის 500-ლარიანი, ხოლო მისი განმეორების შემთხვევაში 1000-ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული. საპარლამენტო კომიტეტებში "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვა უკვე დაიწყო.