უცხოეთი
სააკაშვილის კერპი - საბჭოთა დისიდენტი ბუკოვსკი ბრიტანეთის პროკურატურამ საბავშვო პორნოგრაფიის დამზადებაში დაადანაშაულა!

zar-3-an-5საქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. ბრიტანეთის პროკურატურამ საბჭოთა დისიდენტსა და მწერალ ვლადიმერ ბუკოვსკის, რომელიც ინგლისის ქალაქ კემბრიჯში ცხოვრობს,საბავშვო პორნოგრაფიის დამზადებაში წაუყენა ბრალი, - იუწყება დიდი ბრიტანეთის სამეფო პროკურატურის საიტი.

კემბრიჯშირის საგრაფოს პოლიციის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დავასკვენით, რომ საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია ვლადიმერ ბუკოვსკის პასუხისგების საკითხის დაყენება ბავშვების უწესო გამოსახულებების სავარაუდო დამზადებისა და შენახვისათვის“, - ნათქვამია აღმოსავლეთ ინგლისის მთავარი პროკურორი ჯენი ჰოპკინსის განცხადებაში.

ბუკოვსკი სასამართლოს წინაშე 5 მაისს უნდა წარდგეს.