უცხოეთი
ამერიკული გამოცემა „The Washington Post“: „უკრაინელები თანახმა არიან ციხეში ჩასხდნენ სამხედრო სამსახურის თავიდან არიდებისთვის, ოღონდ მონაწილეობა არ მიიღონ საბრძოლო მოქმედებებში!“

zar-2-an-4საქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. დეზერტირებს უკრაინაში ჯარიმები და 2-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, თუმცა უკრაინელებს ეს ვერ აბრკოლებს. „მირჩევნია სამი წელი ციხეში ვიჯდე, სადაც მაჭმევენ და თავს უსაფრთხოდ ვიგრძნობ, ვიდრე ჯარში ვიმსახურო. ეს მთავრობა ერთი წელია ხელისუფლების სათავეშია, თუმცა ჩვენ უწინდებურად ორი დღე უნდა ვიმუშაოთ, რომ ერთი პური ვიყიდოთ. მე არ მსურს ასეთი ხელისუფლებისთვის ბრძოლა!“, - მოჰყავს „ვაშინგტონ პოსტს“ მეტალურგიული ქარხნის მუშის, 26 წლის ანდრეის სიტყვები, რომელიც სამხედრო სამსახურში მარტში გაიწვიეს.

ანდრეის 40 ნაცნობიდან მხოლოდ ერთია მზად, იბრძოლოს. „ჩვენ დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდით, უფლებისთვის, გვეცხოვრა და გვემუშავა საკუთარ რეგიონში. როცა არმია შემოვიდა, ორი თვე გვესროდა, და ახლა მისთვის საბრძოლველად უნდა წავიდე?!“, - მოჰყავს გამოცემას ანდრეის სიტყვები.

იმ უკრაინელებსაც კი, რომლებიც 2013 წლის ბოლოსა და 2014 წლის დასაწყისში საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ, არმიაში წასვლა არ სურთ. „დიდი ხანია გადავწყვიტე, რომ გამოძახებას არ ვუპასუხებ. სრულებით არ მაინტერესებს ამ კონფლიქტში მონაწილეობა. მათ (ხელისუფლებას და სარდლობას) უფრო ეფექტიანად უნდა ემოქმედათ, რათა მსხვეპლის რიცხვი შეემცირებინათ. სურვილი არ მაქვს, მსხვერპლთა სიაში ჩავეწერო“, - მოჰყავს გამოცემას კიევის არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომლის, 25 წლის იგორის სიტყვები.