უცხოეთი
ჰელმუტ შმიდტი: „ევროკავშირის გაფართოების მცდელობა უკრაინისა და საქართველოს ხარჯზე იდიოტურია, ეს უბრალოდ გეოპოლიტიკური ბავშვობაა! რუსეთი კი არ არის საშიში დღეს, არამედ აშშ!“

zar-1-an-3საქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. გფრ-ის ყოფილმა კანცლერმა, 96 წლის ჰელმუტ შმიდტმა გამოაქვეყნა ახალი წიგნი, რომელიც ბესტსელერად იქცა. ხოლო ჰელმუტ შმიდტის მიერ გერმანული ტელევიზია „ARD“-ის პირველ არხზე, თოქ-შოუში ნათქვამი გამაფრთხილებველ სიგნალად გავრცელდა: „დღეს რუსეთი კი არ არის განსაკუთრებით საშიში, არამედ, პირიქით - აშშ, - აღნიშნა ხანდაზმულმა პოლიტიკოსმა, - ვლადიმერ პუტინს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ეწოდოს ომის გამჩაღებელი!“
დასავლეთში თუნდაც ვინმეს არ მოსწონებოდა ეს პასუხი, ის მაინც ომისშემდგომი გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მნიშვნელოვანი პოლიტიკოსის ნათქვამი იყო.

შემდგომ ჰელმუტ შმიდტმა პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრების შეთავაზებას „იდიოტური“ უწოდა: „ევროკავშირის გაფართოების მცდელობა უკრაინისა და საქართველოს ხარჯზე დიდი სისულლელე იყო, მეტიც, ეს უბრალოდ, გეოპოლიტიკური ბავშვობაა!“ - ასე შეაფასა გფრ-ის ყოფილმა კანცლერმა დასავლეთის მისწრაფება, დაშალოს დსთ.