შსს დაკარგულ პიროვნებას ეძებს
საქართველო, 1 მაისი,
საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტრო ეძებს უგზო-უკვლოდ დაკარგულ, 1983 წელს დაბადებულ
დიმიტრი თემურის ძე ბასილაძეს, რომელიც 2015 წლის 26 თებერვალს ქუთაისში სახლიდან (ძოძუაშვილის ქუჩა N4/2) გავიდა და აღარ დაბრუნებულა.დაკარგული პირის შესახებ ინფორმირებულია კრიმინალური პოლიციის ყველა დანაყოფი, ყოველდღიურად მოწმდება სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შესული ინფორმაციები. სამართალდამცველების მიერ მიმდინარეობს გარე სათვალთვალო კამერებიდან ვიდეომასალის ამოღება და გაშიფვრა.
დიმიტრი ბასილაძის აღწერილობაა: საშუალო აღნაგობის, ღია ფერის კანით, სიმაღლე - 170 სმ, ღია წაბლისფერი მოკლე თმით, თაფლისფერი თვალებით, მოკლე ცხვირი, მუქი ფერის წარბები, თხელი ტუჩები, რომლის ზედა ნაწილში აღენიშნება მცირე ზომის ხალი. ტანთ ეცვა: ლურჯი ფერის ქურთუკი, ნაცრისფერი, ნაქსოვი სვიტერი, ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი და ტყავის მაღალყელიანი ფეხსაცმელი.
თუ ვინმეს გაგაჩნიათ ინფორმაცია დაკარგული დიმიტრი ბასილაძის შესახებ, დაგვიკავშირდით ნომრებზე: 577 58-69-99 0 (431) 29-60-60