აქტუალური
დოკუმენტი, რომელსაც მთავრობა არ აქვეყნებს - სამიტი საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას გააწბილებს…

aqtual-1-analit-1საქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. დოკუმენტი, რომელზეც ოფიციალური თბილისი არ საუბრობს, ხელში ჩაუვარდა "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტს. პირველადი პროექტის დრაფტი რამდენიმე დღის წინ პოლონეთის რადიომაც გაავრცელა. "რადიო თავისუფლება" იუწყება, რომ პროექტი პარტნიორი ქვეყნებისთვის არ ითვალისწინებს მნიშვნელოვან წინსვლას და კონკრეტულ ზომებს ევროინტეგრაციის გზაზე. გამოცემის ცნობით, სამიტი საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას, სავარაუდოდ, გააწბილებს.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე რიგის სამიტზე უვიზო მიმოსვლის გამოცხადებას არ ელის. ოპოზიცია კი ხელისუფლებას არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს. ევროკავშირის ელჩი საქართველოში ამბობს, რომ დოკუმენტზე მუშაობა არ დასრულებულა და საბოლოო გადაწყვეტილება რიგაში იქნება მიღებული. რიგის სამიტზე გამგზავრებას ირაკლი ღარიბაშვილი გეგმავს. ის ამბობს, რომ ახალი მთავრობის დამტკიცება მანამდე მოესწრება.