საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილი: „ლარის კურსთან დაკავშირებით საგანგაშო არაფერი არაა…“

sazog-3საქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. ყოფილი პრემიერის მტკიცებით, უახლოეს მომავალში საქართველოში ეკონომიკური ზრდის „არნახული“ ტემპები იქნება. ეროვნულ ბანკს აქვს ძალიან დიდი გავლენა ლარის კურსთან დაკავშირებით. საგანგაშო არაფერი არაა, მაგრამ უკეთესის სურვილი ჩნდება... ნახავთ თქვენ, რომ არნახული ტემპები იქნება საქართველოში ეკონომიკის ზრდის“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

ამასთან, ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ახალ მინისტრ ნოდარ ჯავახიშვილის დადებითად ახასიათებს. „ის პრინციპულობით გამოირჩევა და შევარდნაძის დროს ის იყო ლამის ერთადერთი კაცი, რომელიც იბრძოდა და დაიჭირა ვალუტის კურსი. ამიტომ დაველოდოთ ამ მინისტრის მუშაობას და თუ რამე მოხდა თქვენ უფრო მეტი საფუძველი გექნებათ კრიტიკისთვის",- განაცხადა ივანიშვილმა.