საზოგადოება
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ინიციატივით, არასამთავრობო ორგანიზაციათა ალიანსი: „ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან ევროკავშირის წევრობამდე“ დაფუძნდა

sazog-2საქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. ალიანსის წევრი ორგანიზაციები მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ არჩევანს და გამოთქვამენ მზადყოფნას, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების იმპლემენტაციის პროცესში  პირდაპირი მონაწილეობა მიიღონ. ალიანსი მხარს დაუჭერს დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას და წარმოადგენს პერიოდულ ანგარიშებს ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე მთავრობის მიერ დამტკიცებული ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით.

ალიანსის დამფუძნებელია ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, ხოლო დამფუძნებელი წევრი ორგანიზაციები: „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა“ /ნოდარ ჭიჭინაძე/, „საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია“ /თამარ ბაღათურია/, „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი“ /ლაშა გიორგაძე/, „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ /გიორგი ჭულუხაძე/, „ახალი ინიციატივა“ /გიორგი ზოიძე/, „ახალგაზრდები ახალგაზრდობისა და მომავლისთვის“ /ალექსანდრე ახალკაცი/, „ახალგაზრდული ცენტრი ჩვენი თაობა“ /ზურაბ ქადაგიძე/, „პოზიცია“ /გურამ ადამაშვილი/, „ახალგაზრდა რეფორმატორთა ასოციაცია“ /შალვა სარდალიშვილი/, „საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი“ /ანანო წიკაიშვილი/, „საქართველოს  ეკონომიკური და საზოგადოებრივი ინოვაციების ცენტრი /ნიკა შათირიშვილი/.

ალიანსის წევრობისთვის სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების სადამფუძნებლო დოკუმენტაციით საჭიროა უშუალოდ იყოს აღიარებული ქვეყნის ევროპული კურსის მხარდაჭერა და ორგანიზაციის ბიოგრაფია უნდა ეხებოდეს ევროინტეგრაციის მიმართულებით კონკრეტული აქტიურობების არსებობას.