„ვიკილიქსმა“ ამერიკის სახე აჩვენა
„ვიკილიქსის“ მხილებით გამოწვეული იდეოლოგიური კრიზისი, რომლის უტყუარობაზეც დღეს აღარავინ დავობს, აშშ-ისთვის უფრო მძიმე დარტყმა აღმოჩნდა, ვიდრე ეკონომიკური კრიზისი.
თუ ეკონომიკურმა კრიზისმა ფინანსურ პირამიდებსა და ფინანსურ ვოლუნტარიზმზე – „იმდენ დოლარს დავბეჭდავთ, რამდენიც გვჭირდება!“ – დაფუძნებული ამერიკული ეკონომიკის ურყევობის მითი გააქარწყლა, იდეოლოგიურმა კრიზისმა დემოკრატიის ქვეყანა – ეტალონსა და თანაბარი შესაძლებლობების ქვეყანაზე არსებული მითი ამოძირკვა, რითაც თვალნათლივ აჩვენა, რომ სინამდვილეში, თავისუფლებისა და თანასწორობის დეკლარირებული პრინციპებისგან განსხვავებით, ამერიკული ოცნება მსოფლიო ბატონობაში მდგომარეობს და თეთრი სახლის ადმინისტრაცია ხელმძღვანელობს გულცივი მკვლელის პრინციპით „მიზანი ამართლებს საშუალებას!“.
პორტალმა „ვიკილიქსმა“ მთელ მსოფლიოს აშშ-ის ჭეშმარიტი სახე აჩვენა, რაც რუსეთის პასუხი იყო ამერიკაში რუსი ჯაშუშების დაკავებაზე, საქართველოში ოპერაცია „ენვერის“ განხორციელებასა და ევროპასა და მედიაში საქართველოს პრეზიდენტის ყველა საჯარო გამოსვლაზე, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის მისამართით კრიტიკასა და შეურაცხმყოფელ ეპითეტებს შეიცავდა. კრემლი არ „დახურდავდა“ ცალკეულ შემთხვევაზე საკამათოდ – „ქოლგის ჩხვლეტებზე“ მოსკოვმა ერთი, მაგრამ გამანადგურებელი დარტყმით უპასუხა: „აი, ვინაა მსოფლიოში ნამდვილი აგრესორი, დიქტატორი და ჯაშუში!“
უშუალო შემსრულებელი კი არა, ვიღაც მითიური ჰაკერი, მოძალადე ჯულიან ასანჟი, არამედ მსოფლიოს კომპიუტერულ დედაქალაქში, მათი რასისთვის დამახასიათებელი თვალის ვიწრო ჭრილიანი, მოკრძალებული და ყველასათვის უცნობი ბიჭების კოლექტივი გახლდათ, რომლებიც დღეს ჩუმად ხითხითებენ და მადიანად მიირთმევდნენ თავიანთ საყვარელ ბრინჯს. ჩინეთს, რომელმაც ამერიკული აქტივების ლომის წილი შეიძინა, ყოველ წუთს შეუძლია ისინი ბირჟაზე გაიტანოს და ამერიკა ბანკროტად გამოაცხადოს, თუმცა ამჯერად იეროგლიფების სამშობლოში „მცირედით“ დაკმაყოფილდნენ და იანკების ყველაზე სანუკვარი საიდუმლოებები თამაშ-თამაშით გახსნეს. ბლეფით დაკავებულმა აშშ-მა იმდენად დაიჯერა თავისი განსაკუთრებულობა და დაუსჯელობა, ვაშინგტონის ადმინისტრაცია იმდენად პრიმიტიული და უდარდელი აღმოჩნდა, რომ თავი არც კი შეიწუხა, სათანადოდ დაეცვა თავისი წმინდათაწმინდა – სახელმწიფო დეპარტამენტის კომპიუტერული ბაზა! ამით საკმაოდ მომძლავრებულ რესპუბლიკელებს „შავი დამღა“ დაესვა და, თუ დემოკრატები, ბარაკ ჰუსეინის ძით სათავეში, „არ გაცუდდებიან“, მაშინ საქმე, ქალბატონ ჰილარის მეთაურობით, მთელი კაბინეტის გადადგომითა და არა მარტო მისი მრავალრიცხოვანი „pardon“, “sorry“, “exsuce me”-თ დასრულდება!
და მხოლოდ იოსებ ბესარიონის ძე სტალინის დამსახურებაა, რომ დღეს ჩინეთი რუსეთის მოკავშირეა და არა მტერი! რუსეთის ხელმძღვანელობაში ეს იციან და აფასებენ, რითაც, კერძოდ, აიხსნება კიდეც მათი ლოიალობა საქართველოსა და ქართველებისადმი, მიუხედავად ქართველ ხელისუფალთა ყველა „აკრობატული სალტოებისა“. სტალინის ფაქტორი რომ არა, საქართველო დიადი ჩრდილოელი მეზობლისგან დიდი ხნის წინათ მიიღებდა ადექვატურ პასუხს – გაცილებით მკაცრს, ვიდრე ჩეჩნეთი!
მაგრამ პუტინმა იცის – რუსებს მთელი ისტორიის მანძილზე არ ჰყოლიათ ქართველებზე უფრო ახლობელი ხალხი, რომელმაც რუსეთს სტალინი აჩუქა, ვინც რუსეთის იმპერიის სიდიადე აღადგინა და გააძლიერა.
და კიდევ, აღდგება რუსეთისა და საქართველოს კავშირიც – მძლავრი ტანდემი, რომლისაც ბევრს ეშინია პოსტსაბჭოურ სივრცეში, განსაკუთრებით კი – კავკასიელ მეზობლებს: სომხეთს და, შედარებით ნაკლებად, აზერბაიჯანს.