საზოგადოება
ი უ ბ ი ლ ე - დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ტელე-სტუდია „ინკოგნიტოს“ ერთობლივი ღონისძიება გაიმართება

sazog-1საქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. 2015 წლის 1 მაისს, 11:00 საათზე, თბილისში, გუდიაშვილის ქუჩა №7-ში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ტელე-სტუდია „ინკოგნიტოს“ ერთობლივი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიება ეძღვნება ცნობილი ქართველი ჟურნალისტი ნუგზარ რუხაძის 73 წლის იუბილეს, სადაც გაიმართება ფილმის „პატარა საქართველო ბარსელონაში“ ჩვენება. ფილმის რეჟისორი: ტელე-სტუდია „ინკოგნიტოს“ დამაარსებელი და ხელმძღვანელი მანანა გაბრიჭიძე.

საკონტაქტო პირი: დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პრესმდივანი თამარ ტყეშელაშვილი

მობ: 595 110152