პოლიტიკა
სააკაშვილი: „შესაძლოა საქართველოში პრემიერად აზერბაიჯანელი დაინიშნოს…“
polit-3-analit-2საქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. საქართველოს ექსპრეზიდენტის, უკრაინის პრეზიდენტის საერთაშორისო რეფორმების მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში აზერბაიჯანელები თავს მეორეხარისხოვან მოქალაქეებად არ უნდა გრძნობდნენ. ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა ბაქოში ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანულ საინფორმაციო სააგენტოსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. „საქართველოში აზერბაიჯანელების პრობლემები ძლიერმა ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს და უზრუნველყოს, რომ აზერბაიჯანელები თავს საქართველოში მეორეხარისხოვან მოქალაქეებად არ გრძნობდნენ. ვფიქრობ, რომ მივუახლოვდით იმ დროს, როდესაც საქართველოში შესაძლოა, აზერბაიჯანელი მინისტრები იყვნენ, შესაძლოა, აზერბაიჯანელი მთავრობის მეთაურად ანუ პრემიერ-მინისტრადაც დაინიშნოს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.