პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) წარმომადგენლობითი ოფისის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
polit-2საქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. ირაკლი ღარიბაშვილი ოფისის გახსნას მიესალმება და მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის ეს ნიშნავს მეტი ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობას.  დარწმუნებული ვარ, ევროპის საინვესტიციო ბანკის საქმიანობა საქართველოში და მთლიანად რეგიონში, იქნება ეფექტიანი და დრო გვაჩვენებს, რომ წარმომადგენლობითი ოფისის საქართველოში გახსნა სწორი გადაწყვეტილება იყო. საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიურობა და მასშტაბური ღონისძიებების მასპინძლობა საქართველოში ხელს უწყობს ქვეყნის როლის გაზრდას რეგიონში და რეგიონალური ეკონომიკური კავშირების განვითარებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ოფისის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო უახლოეს მომავალში საერთაშორისო მნიშვნელობის ფორუმებს უმასპინძლებს, მათ შორის - 13-15 მაისს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრას და ბიზნესფორუმს, 19-21 ივნისს - შავი ზღვის ქვეყნების ვაჭრობისა და განვითარების ბანკის წლიურ შეხვედრას და ბიზნესფორუმს, ხოლო ოქტომბერში - მაღალი დონის საინვესტიციო კონფერენციას.