შსს-მ რუსთავში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა
საქართველო, 30 აპრილი,
საქინფორმი. შსს-ს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი
ერემეი ბ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული რუსთავში, ზედგენიძის ქუჩაზე, თავს დაესხა 78 წლის მამაკაცს,
მუცლის არეში ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც დაეუფლა მის კუთვნილ 175 ლარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ერემეი ბ. რუსთავში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.