სამართალი
„მე არ ვფიქრობ, რომ საქართველოში პოლიტიკური დევნაა…“ - საბერძნეთის პრემიერი ალექსის ციპრასი

samart-2საქართველო, 30 აპრილი, საქინფორმი. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასის განცხადებით, რომელიც მან გაზეთ ,,კვირის ქრონიკასთან“ ინტერვიუში გააკეთა, საქართველოს კონსტიტუციური უსაფრთხოების ყოფილი ხელმძღვანელი დათა ახალაიას საქმის შესახებ იგი ინფორმაციას არ ფლობს და არ იცის, რის საფუძველზე გაამართლა ყოფილი მაღალჩინოსანი საბერძნეთის სასამართლომ.

ახალაიას საქმეში ნამდვილად არ ვარ გარკვეული და ალბათ ხვდებით, რომ არც უნდა ვიყო, მაგრამ თუ ერთ დღეს მომცემთ, გავერკვევი“, - აცხადებს საბერძნეთის პრემიერი.

ამასთან, ალექსის ციპრასს არ მიაჩნია, რომ საქართველოში ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება. „ვითხოვ მხოლოდ ერთ სამუშაო დღეს და შემდეგ ნებისმიერ საკითხზე, მათ შორის ახალაიას საქმეზეც ვრცელ ინტერვიუს მოგცემთ. ქართველ ხალხს დიდ პატივს ვცემ და მზად ვარ, ყველა კითხვაზე გიპასუხოთ“, - განაცხადა ალექსის ციპრასმა.