სამართალი
საქართველო ზაქირ გარალოვს ბაქოში სააკაშვილის დაკავებას სთხოვს
samart-1-analit-7საქართველო, 30 აპრილი, საქინფორმი. საქართველო აზერბაიჯანს სააკაშვილის დაპატიმრებას სთხოვს. ,,ჩვენთვის ცნობილია რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი ახლა ბაქოშია, უნდა აღვნიშნოთ რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უკვე გაუგზავნა მოთხოვნა აზერბაიჯანის გენერალურ პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებისა და მისი საქართველოში ექსტრადირების შესახებ“, - ამის შესახებ განცხადება აზერბაიჯანულ მედიასთნ საუბარაში მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა გააკეთა. როგორც ცნობილია სააკაშვილი ბაქოში ჩავიდა, სადაც მონაწილებას იღებს საერთაშორისო ფორუმში. როგორც მედია წერს, აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინიტრომ უარი განაცხადეს სააკაშვილის ექსტრადირებაზე.