პოლიტიკა
„არ მინდა შევიდა პოლიტიკურ დაპირისპირებაში ჩემივე გუნდის წარმომადგენლებთან…" - ლევან ყიფიანი

polit-3საქართველო, 30 აპრილი, საქინფორმი. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა გადადგომა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ოფიციალურად დაადასტურა და განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის სახელზე განცხადება უკვე დაწერილი აქვს (ვიდეო იხ. აქ). ყიფიანის თქმით, მას არ სურს პოლიტიკურ დაპირისპირებაში შევიდეს მისივე გუნდის წევრებთან. „მათგან განსხვავებით სახელმწიფოებრივ ინტერესებს ვაყენებ პირად ინტერესებზე მაღლა და მივმართავ, ასევე მოიქცნენ ეს ადამიანები და ნუ გაცვლიან სამშობლოს პირად ინტერესებზე", - განაცხადა ყიფიანმა.

ლევან ყიფიანი უკვე მეშვიდე მინისტრია, რომელმაც თანამდებობა დატოვა, შესაბამისად, მინისტრთა კაბინეტი დაშლილია და მთავრობის ახალი შემდეგენლობა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. შემადგენლობას საკანონმდებლო ორგანოს, ფრაქციებთან გამართული კონსულტაციების შემდეგ, პრეზიდენტი წარუდგენს.