ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში მსხვერპლით დასრულდა
![avaria-batum](images/stories/regions/avaria-batum.jpg)
ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში მსხვერპლით დასრულდა. აბუსერიძის ქუჩაზე „ოპელის“ მარკის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა, რის შედეგადაც მძღოლი, 50 წლის ენუქი ცქირია, გარდაიცვალა.
ავტომანქანაში მყოფ კიდევ ორ პიროვნებას - მანონი მიქავასა და გულადი სიჭინავას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ. „ოპელის“ მძღოლი ბათუმის პირველ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, როგორც ექიმები ამბობენ, ენუქი ცქირია გზაში გარდაიცვალა. საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება.