აქტუალური
„დაწყებული საკადრო ცვლილებები აუცილებლად მივა პრემიერ-მინისტრის ცვლილებამდე“ - ელისო კილაძე

aqtual-2საქართველო, 30 აპრილი, საქინფორმი. ამის შესახებ გაზეთ "ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე მინისტრთა კაბინეტში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით "პირველ რადიოსთან" საუბრისას აცხადებს.

დარჩა მხოლოდ ერთი მინისტრის ცვლილება და დღის წესრიგში უნდა დადგეს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი. ჩემი ინფორმაციით, შემდეგი მინისტრი, ვინც გადადგება, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელიაა... რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას, ჩემი ინფორმაციით, გარდა დასახელებული კანდიდატურებისა - კალაძე, ჯავახიშვილი, სერგეენკო, კვირიკაშვილი, განიხილება ბიზნეს ომბუდსმენ გიორგი გახარიას კანდიდატურა... გამორიცხვით არ გამოირიცხება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. მე ველოდები ამ პროცესში რესპუბლიკელების როლის გააქტიურებას, იმიტომ, რომ რესპუბლიკელების ხმებს, კოალიციასა და საერთოდ უმრავლესობაში, ოქროს ფასი ადევს. გამომდინარე იქედან შეთანხმდებიან თუ ვერ შეთანხმდებიან, მიიღებენ თუ არა მინისტრების პროტფელებს ან მიიღებენ, შესაძლებელია, რომ მთავრობის ნდობის გამოცხადების საკითხი პარლამენტში ჩავარდება, რასაც უკვე მოჰყვება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები შემოდგომაზე. საბოლოოდ მე ვფიქრობ, რომ ამ გადადგომებისა და პრობლემების ფონზე პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის მესამედ წარდგენა გამორიცხულია",-განაცხადა, კერძოდ, ელისო კილაძემ.