საზოგადოება
სააკაშვილი: „განახლებული, ახალი ენერგიით აღსავსე „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის ნებისმიერ გამოწვევას გაუმკლავდეს!“

saz-3-geoსაქართველო, 30 აპრილი, საქინფორმი. ბაქოში ვიზიტად მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა, მას შემდეგ, რაც ოფიციალურმა თბილისმა აზერბაიჯანს მისი ექსტრადირება მოსთხოვა, პირველი კომენტარი “ქრონიკასთან” ინტერვიუში გააკეთა: სიტუაცია სერიოზულია იმ გაგებით, რომ ამ ყველაფრის აღდგენას დაჭირდება ძალიან ბევრი დრო. ერთხელ ასე რომ გაბანძდები და თავს მოიჭრი, როგორც სწორად არის ნათქვამი, სახელის გატეხვას თავის გატეხვა სჯობიაო...” აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

სააკაშვილმა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზეც ისაუბრა. „რიგგარეშე არჩევნების შედეგად, საქართველოში უნდა მოვიდეს მთავრობა, რომელიც იქნება ფართო წარმომადგენლობით, რომელიც იქნება ფართო პოლიტიკური ინტერესების მქონე სპექტრის წარმომადგენელი... ყველა შემდგომი ხელისუფლება საქართველოში დაიწყებს არა ნულიდან, როგორც ჩვენ დავიწყეთ 2003 -ში, არამედ დაიწყებს მინუსებიდან. იმიტომ, რომ უკვე აშენებული ინსტიტუტები როდესაც დისკრიდიტირებულია, იმის ხელახლა აგება ბევრად უფრო ძნელია“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.