თბილისში კიშინიოვიდან დელეგაცია ჩამოვიდა
თბილისს გუშინ საღამოს კიშინიოვიდან დელეგაცია ეწვია. ჩამოსულია კიშინიოვის ვიცე-მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და ქალაქის სხვა ხელმძღვანელები. სტუმრები თბილისში სამ დღეს დარჩებიან.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები დაგეგმილია ქალაქის საკრებულოსა და მერიაში, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან. დელაგატების მიზანია, გაეცნონ თბილისში მიღწეულ წარმატებებს ადგილობრივი ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროში.