საზოგადოება
“მინისტრების დასანიშნად პრემიერს ექსკლუზიური უფლება აქვს!” - დავით უსუფაშვილი
sazog-2-analit-3საქართველო, 30 აპრილი, საქინფორმი. პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, მთავრობის გადადგომას საგანგებო ბრიფინგზე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურასთან დაკავშირებით ეხმაურება: "დანიშვნის შემდგომ, რაც მთავრობა განახლებულ სახეს მიიღებს, საქმეში პარლამენტი ერთვება. ჩვენი კანონმდებლობით, პრემიერ-მინისტრს 2-კვირიანი ვადა აქვს იმისთვის, რომ ვაკანტურ თანამდებობებზე ახალი მინისტრები შეარჩიოს. მთავრობა განახლებულად ითვლება, როცა ახალი მინისტრები თანამდებობებზე დაინიშნებიან. განახლებულ მთავრობას უკვე პრეზიდენტი წარმოუდგენს პარლამენტს. ჩვენს გვაქვს 7-დღიანი ვადა ამ საკითზე ჩამოსაყალიბებლად და გადაწყეტილების მისაღებად. პრემიერ-მინისტრს აქვს შესაძლებლობა, ერთ მესამედამდე რაოდენობის მინისტრები თავისი შეხედულებისამებრ შეცვალოს და თუ ერთ მესამედზე მეტს შეეხება ცვლილებები, მაშინ პარლამენტი ჩაერთვება საქმეში", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.