უცხოეთი
„მოსკოვის ექსვიცე-მერი იოსებ ორჯონიკიძის კოტეჯიდან 100 მლნ რუბლის ძვირფასეულობა გაიტანეს“ – „КП“

zarub-2-analit-10საქართველო, 30 აპრილი, საქინფორმი. გაზეთი კომსომოლსკაია პრავდა: „პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს ყოფილი ჩინოვნიკის 34 წლის ადმინისტრატორი. ბარვიხაში ელიტარული კოტეჯიდან, რომელიც დედაქალაქის ყოფილ ვიცე-მერ იოსებ ორჯონიკიძეს ეკუთვნის, 5 მლნ რუბლზე მეტი ღირებულების ძვირფასეულობა გაიტანეს. თავად მფლობელი, ზოგიერთი მონაცემებით, ამბობს, რომ ეს თანხა 100 მლნ რუბლსაც აღწევს.

ასეთი მარაგის შესახებ მხოლოდ ძალზე დაახლოებულ პირებს შეიძლებოდა სცოდნოდათ - ეს ვერსია მყისიერად წარმოეშვა გამომძიებლებს ჯერ კიდევ 2015 წლის 28 იანვარს, როცა ძარცვას ჰქონდა ადგილი. „ჩვენ ეჭვმიტანილის დაკავება მოვახერხეთ“, - დაუდასტურეს „კპ“-სმოსკოვის ოლქის შსს მთავარ სამმართველოში, - მან აღიარა ძარცვის ფაქტი. 34 წლის მამაკაცი ოდინცოვოს რაიონის მცხოვრებია. მუშაობდა სახლის მფლობელთან ადმინისტრატორად. იცოდა ყველა შესასვლელი და გასასვლელი სახლიდან, სადაც ძვირფასეულობა იდო და ისიც, თუ როდის არ იქნებოდა პატრონი კოტეჯში. ქურდმა უხმაუროდ მოახერხა ყველაზე ძვირფასის - საიუველირო ნივთებისა და ოქროს ზოდების გატანა. გამომძიებლებმა გაარკვიეს, რომ ქურდი არაპროფესიონალურად მოქმედებდა. თავიდან მან ძვირფასეულობა გაიტანა, რამდენიმე საათის შემდეგ კი დაბრუნდა კოტეჯში და სახლში შეჭრის ინსცენირება მოახდინა - ჩაამსხვრია მინები, გატეხა საკეტები“.

ცნობისათვის: იოსებ ორჯონიკიძეს მოსკოვის ვიცე-მერის თანამდებობა ეკავა 1992-2007 წლებში. გადადგომის შემდეგ მან ლუჯკოვის მრჩევლის სახით გააგრძელა „მოსკოვი-სითის“ მშენებლობის კურირება, 2008 წელს კი ამ კომპლექსის მუზეუმის შემქმნელი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელად დაინიშნა.