უცხოეთი
„რუსეთის იზოლირება უპრეცედენტო კონფრონტაციული კამპანიის შედეგად არ მოხერხდა და ისინი, ვინც ეს კამპანია გააჩაღა, ამას უკვე ხვდებიან!“ - სერგეი ლავროვი
1-izol-zar-3-anსაქართველო, 29 აპრილი, საქინფორმი. რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ტელეარხ „როსია 24“-თვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა: „ჩვენ გავხდით უპრეცედენტო კონფრონტაციული კამპანიის ობიექტი და არა მარტო ეკონომიკური და ფინანსური ზეწოლის, არამედ საინფორმაციო კამპანიისაც, ამ სიტყვის ყველაზე ცუდი გაგებით. მიზანი პირდაპირ იყო გამოცხადებული - რუსეთის იზოლაცია! ამის გაკეთება ვერ მოახერხეს... ამ კამპანიის გამჩაღებლები უკვე ხვდებიან, რომ ის უპერსპექტივოა! - დასძინა მინისტრმა.