შინაგან საქმეთა მინისტრი შვეიცარიის ელჩს შეხვდა
საქართველო, 29 აპრილი,
საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრი
ვახტანგ გომელაური შვეიცარიის ელჩ
გიუნტერ ბეხლერს შეხვდა. საუბარი ელჩის მიერ საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს შეეხო.
გუშინწინ პრემიერ-მინისტრმა
ირაკლი ღარიბაშვილმა, გიუნტერ ბეხლერთან შეხვედრის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრს ელჩთან შეხვედრა, საკითხის შესწავლა და დანაშაულის გამოკვეთის შემთხვევაში, კანონის შესაბამისი ზომების გატარება დაავალა.