საზოგადოება
საქართველოს არქტიკული ციკლონი უახლოვდება

tropical_cycloneსაქართველოს არქტიკული ციკლონი უახლოვდება. 12 დეკემბრიდან ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ტემპერატურის მკვეთრი ვარდნაა მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, აცივება უფრო შესამჩნევი დასავლეთ საქართველოში იქნება, სადაც ტემპერატურა, სავარაუდოდ, 8-10 გრადუსით დაიწევს. აღმოსავლეთ საქართველოში კი ტემპერატურის 5-6 გრადუსით ვარდნას ელოდებიან. ამასთან, ქართველი სინოპტიკოსები დარწმუნებული არიან, რომ, მიუხედავად მკვეთრი აცივებისა, მნიშვნელოვანი პრობლემები, რომელსაც ამჟამად ციკლონთან დაკავშირებით ევროპის დიდი ნაწილი განიცდის, საქართველოს ასეთი სიმწვავით არ შეეხება. მათი განმარტებით, ციკლონი, რომელიც საქართველოს დაახლოებით 11 დეკემბრისთვის მოუახლოვდება, ევროპასთან შედარებით, ბევრად სუსტი იქნება.